მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აგრესიული არ იყო, დროდადრო, რაღაც, ტვინშიც ვერ იყო, მე მგონი“ - მძევალი ვანო ხეცურიანი გრიგოლ ნარსიაზე

ვანო ხეცურიანი, მძევალი

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ვანო ხეცურიანი ქუთაისის სამხარეო პოლიციაში დაიბარეს. მისი თქმით, თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია არ იყო აგრესიული.

„აგრესიული არ იყო. დროდადრო რაღაც ტვინშიც ვერ იყო, მე მგონი... „ლიმონკას“ არ უშვებდა ხელს და კარგად ეკავა ხელში და იძახდა არ გამივარდესო. მაშინ ეგ ვთხოვე, რომ გადაგაკრავ „სკოჩით“, იქნებ არ გაგივარდეს თქო და გადავაკარით „სკოჩი“. მერე როცა ხმაური ატყდა ზემოდან, მოიხსნა ეს, რომ შემოვიდნენ უცებ, ხელის გახსნას ვერ მოვასწრებო. შესაძლებელია, ყოფილიყო ბუტაფორია, მაგრამ შესაძლებელია, ყოფილიყო ნამდვილი“, - განაცხადა ვანო ხეცურიანმა.

მანამდე, ნარსიას ადვოკატმა დალი სულაქველიძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას არ გამორიცხავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 მაქსიმ გალკინისა და „მაშინა ვრემენის“ კონცერტები ფილარმონიაში ჩატარდება

👉 „სიმართლე აღმოჩნდა, რომ დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ირაკლი ზარქუა მელიას განცხადებაზე

👉 ალენ დელონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს გამართავს

👉 „ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც რუსებმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს“ - რუსეთმა უკრაინელი ტყვეები გაათავისუფლა

👉 ჯო ბაიდენის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია - მარია ზახაროვა