ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავარიას 1ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაშავებულებს შორის 1 წლამდე ბავშვია. დედა-შვილი საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.