მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მამაჩემის და ჩემი ოჯახის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა“ - ნინი გოგაშვილი

ნინი გოგაშვილი, სოსო გოგაშვილის შვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი მისი მამის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერის გამოეხმაურა. 

მისი თქმით, გოგაშვილის სიცოცხლე ახლა საფრთხის ქვეშაა. 

„ახლა მამაჩემის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ბიძინა ივანიშვილს არ გაუჭირდება მისი მოკვლაც. მივმართავ ყველა შესაბამის ორგანიზაციას, სახალხო დამცველს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ, რომ დაცული იყოს მამაჩემის სიცოცხლე ახლა, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც ახლა ნერვიულობს ოჯახი.

ვფიქრობ, რომ თავად შესაბამისი საგამოძიებო სამსახური დაინტერესდება ამ ფაქტით, რაც ამ განცხადებაშია ნახსენები და დაველოდებით რეაგირებას ამასთან დაკავშირებით. არ გვაქვს იმედი, რომ რაიმე სწორ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას. ახლა განსაკუთრებით, რადგან მამაჩემის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ასევე ჩვენიც“, - განაცხადა ნინი გოგაშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, გრიგოლ ლილუაშვილის და ვახტანგ გომელაურის მიერ. 

ცნობისთვის, 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 გამოკითხვა - უნდა იყოს თუ არა სამხედრო სამსახური სავალდებულო?

📌 „ელჩ დეგნანს ვურჩევდი, ყურადღება არ მიაქციოს „სამი ამიგოსა“ და „დოქტორი დუმის“ ღია წერილებს და პასუხისათვის მთავრობას მიმართოს“ - თედო ჯაფარიძე

📌 „ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი მდიდარი ნაძირალაა, უკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს“ - ირაკლი ზარქუა

📌 კახა კალაძე: ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა