მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა დანაშაული, სხვა მტკიცებულებები არ არსებობს - ადვოკატი

ბადრი ესებუას ახალი ადვოკატი ჰყავს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომელიც ესებუას ბრალეულობას დაამტკიცა. კობაიძის ინფორმაციით, დაკავებულს 43 მოწმიდან ვერავინ ადებს ხელს.

„43 ადამიანიდან არც ერთი არ საუბრობს ბადრი ესებუაზე. არანაირად არ უთითებს რაიმე ფორმით, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა [დანაშაული], სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, ესებუას კიდევ ერთი ადვოკატი, ნიკა მემანიშვილი საუბრობს იმ სავარაუდო მიზეზზე, რის გამოც, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ესებუას დევნა დაიწყო. ადვოკატის ინფორმაციით, ეს უკავშირდება ესებუას Facebook პოსტს, რომელიც მან თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას დაწერა თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით. 

„ბადრი ესებუამ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა სოციალურ ქსელში, ამის გამო ის იდევნებოდა და ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. არა ერთხელ მივიდნენ და სთხოვეს, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეეკავებინა... ბადრი ესებუას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამოც ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. მას დევნიდნენ და იმდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინფორმაცია, რომ შეახოცეს ხელი“, - აცხადებს ნიკა მემანიშვილი.

ადვოკატის თქმით, რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ბადრი ესებუა და რატომ შეიძლება დაესაჯა ის სახელმწიფოს, ახლო მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. 

ბადრი ესებუას უფლებამდამცველები აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის 

საჯარო პოსტი გახდა, თავდაცვის სამინსიტრო გააკრიტიკა გაათავისუფლეს და მისი დევნაც დაიწყო ამის გამო.

ადვოკატების თქმით 43 მოწმიდან ვერც ერთი ამბობს, რომ ბადრი ესებუაა ის ადამიანი, ვინც