მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახა დამენიას დამნაშავედ ცნო 220-ე მუხლით და დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ  3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გარდა ამისა, გვარამიას  ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.