მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააპელაციო სასამართლომაც ხაზარაძე-ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო. 

სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

პირველმა ინსტაციამ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავეებად ცნო თაღლითობაში, 7-წლიანი პატიმრობაც შეუფარდა, თუმცა სასჯელის ხანდაზმულობიდან გამომდინარე ისინი ციხეში არ გაუშვა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს.

გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული.