სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია „სამტრედიის ამბები“ წერს, მანქანა ქვეითს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია