მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს.

შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე“, - განაცხადეს სუს-ში.