მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„7 თვის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა, საყურადღებო რჩება სხვადასხვა პროფილი“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე

 ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი

„7 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განსაკუთრებით ნევროლოგიური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

ამასთან ჯიშკარიანი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, საყურადღებო რჩება სხვადასხვა პროფილი.

მისი თქმით, გერმანელი ექსპერტი პროცესში დისტანციურად ჩაერთო.

„მიმდინარეობს ექსპერტიზა, ჩართულები არიან სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტები, მათ შორის გერმანიიდან ექსპერტი დისტანციურად. ვეცდებით, რაც შეიძლება მალე იყოს დასკვნა მზად. ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, საყურადღებო რჩება სხვადასხვა პროფილი, განსაკუთრებით ნევროლოგიური პროფილი და საჭმლის მომნელებელი სისტემა. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია კვლავ არის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

7 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განსაკუთრებით ნევროლოგიური თვალსაზრისით და შესაბამისად, ეფექტი არა არის - ეს არის ფაქტი. ფაქტიდან გამომდინარე ადეკვატურად მიგვაჩნია ეს არის ყველა საერთაშორისო სტანდარტის და ჩვენი კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება მოიძიოს ალტერნატიული სამკურნალო შესაძლებლობები იმისათვის, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა“, - აცხადებს „ემპათიას“ ხელმძღვანელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „თავს გრძნობს სუსტად, მდგომარეობა სამწუხაროდ არ უმჯობესდება“ - შოთა თუთბერიძე სააკაშვილზე

 „მკურნალობის პროცესი გრძელდება, ანალიზების რაოდენობა მატულობს“ - ოთარ თოიძე

 სააკაშვილი რომ ციხეშია, ჩვენი ბრალია? რატომ გამოგვიგზავნა უკრაინამ? - მეუფე იაკობი

✅ „მდგომარეობა არის ძალიან მერყევი, შეიძლება ითქვას, დანის პირზე“ - ოთარ თოიძე სააკაშვილზე

✅ „ენმ-ს ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი“ - მიხეილ სააკაშვილი