მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანი ხელიდან გვეცლება, უნდა გატარდეს რაღაც ღონისძიებები, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“ - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სტამბოლში თურქ ექიმებს შეხვდება, სადაც  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს და მათ დოკუმენტაციას გააცნობს.

ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად  უარესდება. 

„მივიღე გადაწყვეტილება, ააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია თურქეთში ჩავიტანო, სადაც შედგება ექიმთა კონსილიუმი და ამ ექიმებთან გავიარო კონსულტაციები, რას სჭირს ამ პიროვნებას. 

კერძოდ, საუბარია, რომ ყოველდღე იგი სუსტდება, უჭირს გადაადგილება და აღარ ვთვლი დეტალებს, როგორ რთულდება მისი მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ხელიდან გვეცლება. უფრო საუბარია გასტროენტეროლოგებზე და საუბარი გახლავთ ნევროლოგებზე.

ჩემი ახლანდელი ვიზიტის მიზანი ის გახლავთ, რომ სანამ ამერიკელები ჩამოვლენ, მანამ გატარდეს რაღაც ღონისძიებები ჯანმრთელობის კუთხით, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს.

ყველას გყავთ ალბათ ნანახი ადამიანები, რომლებიც ქიმიას იკეთებენ, რა დღეში არიან ეს ადამიანები, დასუსტებულები, ფერი არ აქვთ სახეზე, ვერ გადაადგილდებიან აი, ასეთი სურათია, თითქოს ქიმიას უკეთებდნენ ამ ადამიანს“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. 

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამ ექიმს კლინიკა „ვივამედში“ შესვლის უფლებას არ აძლევს, რითაც მისი თქმით, მინიმუმ 3 მუხლი ირღვევა. 

„თუ ამ ადამიანის მიერ, ეს არის ამ სამსახურის უფროსი, კვლავ მოხდება საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მაშინ ჩვენ გავატარებთ სხვადასხვა სამართლებრივ ღონისძიებას. მივმართავთ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საადვოკატო საქმიანობაში ხელი შეშლაში, პაციენტთა უფლებების დარღვევაში და ა.შ. მას თუ ჰგონია, ახლა სააკაშვილის სიკვდილი ასე მარტივად ჩაუვლის მას გვერდს, ძალიან სცდება“, - აცხადებს  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ [გამოკითხვა] - უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში რუსი დეზერტირები?

✔️ რუსები საქართველოში ველოსიპედით და ფეხით მოდიან - საზღვარზე 30 კილომეტრიანი რიგია

✔️ „კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ თქვენ იცით, რომ ის ცუდად იქნება?! შეიძლება ძალიან კარგად არის ხომ? - რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

✔️ „ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა“ - შალვა ხაჭაპურიძე