მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

გიული ალასანია

„კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა“, - ამის შესახებ  გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, აუცილებელია დასკვნები მალე  გამოქვეყნდეს. 

„ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ იმედიანად ვარ. საბოლოო დასკვნა უნდა განიხილოს საქმის მოსამართლემ. ჩემი შვილის საქმეში კითხვის ნიშნებს ბევრი რამ აჩენს. ახლა ყველაზე მეტად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაწუხებს, ის მძიმედაა.

ამჟამად მისი მდგომარეობა არ არის მაინცდამაინც კარგი - კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე იყო. დრო გადის, ჩვენ კიდევ ძალიან ცოტა დრო გვაქვს.  ვაკვირდები შვილს და ის ყოველ დღე კიდევ უფრო მეტად სუსტდება, ამიტომ მინდა, რომ დასკვნები მალე გამოქვეყნდეს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თქვენ იცით, რომ ის ცუდად იქნება?! შეიძლება ძალიან კარგად არის ხომ? - რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

✔️ „ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „ჩვენი მიზანია ნებისმიერი პაციენტის გამოჯანმრთელება და სრული რეაბილიტაცია“ - ზურაბ ჩხაიძე

✔️ „ამერიკელმა ექსპერტმა უნდა განაცხადოს, ხელს უშლის თუ არა სააკაშვილის ავადმყოფობა სასჯელის მოხდას“ - ხაჭაპურიძე

✔️ „გრძელდება კუნთთა განლევა, სიარული უჭირს“ - ოთარ თოიძე სააკაშვილზე