მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც, იქ იდგა თაობა, რომელიც ცნობილია, როგორც მიშას თაობა - გიული ალასანია

მესამე პრეზიდენტის დედა

„აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც, იქ იდგა თაობა, რომელიც ცნობილია, როგორც მიშას თაობა“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს ის თაობაა, რომლებსაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერხებზე ლეპტოპები ხვდებოდა. 

„ეს აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც, მოედანზე იდგა თაობა, რომელიც ცნობილია როგორც მიშას თაობა. ეს ის თაობაა, რომლებსაც მერხებზე ლეპტოპები ხვდებოდა და სრულიად სხვა პირობებში გაიზარდნენ ეს ახალგაზრდები. ეს ის თაობაა, რომლებსაც არ უნახავთ რუსეთი, არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში, რუსულად ვერ ლაპარაკობენ და არანაირი სურვილი ამ ახალგაზრდებს არ აქვთ, რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნდნენ. ჩვენ ვინც გავიარეთ ეს სისტემა, გვეკრძალებოდა, განსხვავებული აზრი გვქონოდა. ჩვენი ოცნება იყო, როგორმე გვქონოდა თავისუფალი აზრი და იმ პირობებში ეს, რა თქმა უნდა, არ იყო შესაძლებელი“, - აცხადებს გიული ალასანია. 

მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მძიმედ არის. 

„ფერი არ აქვს ადამიანს. არაფერი არ აქვს ადამიანს ტყავის და ძვლის გარდა. ძლივს ლაპარაკობს. ფაქტობრივად ლაპარაკი უჭირს. მოძრაობა უჭირს“, - ამბობს სააკაშვილი. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 რუსული აგრესია უახლოვდება მომენტს, როცა შეიძლება გატყდეს - ზელენსკი

📢 „დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი“ - მოქალაქეებმა დეპუტატის წინააღმდეგ პეტიცია შექმნეს

📢 „ყაველაშვილმა იკადრა და ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, როგორიც, ალბათ, არავის მოუყენებია“ - ტურაშვილი