მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია გაიმართება

აქცია

დღეს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართება. 

საპროტესტო აქციის გამართვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ დააანონსა. 

„დღის სამი საათიდან საქართველო ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე. დღის სამი საათიდან და ასე იქნება ყოველი დღე“, - განაცხადა მელიამ. 

ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.

საკანონმდებლო ორგანოსთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

„მონებო“, „რუსებო“, „პუტინისტებო“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მათ წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მიმდინარეობის პერიოდში გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ქართველი ხალხის გამარჯვება რუსეთისთვის მორიგი მარცხი იქნება - ოლექსი არესტოვიჩი

👉 რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მასობრივად აკავებენ

👉 ქართველ ხალხს შეუძლია, დღესვე დაასრულოს მოსკოვის პროტექტორატი - ფეიგინი