მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

შეხვედრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის იუსტიციის მინისტრს ილმაზ თუნჩს შეხვდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ სფეროში საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ თანამშრომლობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე შეთანხმდნენ.