მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განსაცდელი დამთავრდება“ - გელათის ტაძრის წინამძღვრის მიმართვა, რომელმაც ხანძრის შედეგად სხეულის 50%-იანი დამწვრობა მიიღო

გელათის ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე

გელათის ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე, რომელმაც კელიაში გაჩენილი ხანძრის დროს სხეულზე დამწვრობა მიიღო, სამედიცინო დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს. 

„განსაცდელი დამთავრდება და სამადლობელი მოგვეცემა“, - ამბობს სასულიერო პირი. 

ამასთან, თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, სასულიერო პირს 50%-იანი დამწვრობა აქვს და ამასთან, დამწვარი აქვს ორივე ქვედა კიდური. 

17 იანვარს გელათის მონასტერში, ხანძრის შედეგად წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე დაშავდა.