მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გლდანში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად დედა და სამი შვილი დაიღუპა

გლდანში, მე-2 მიკრორაიონში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოჯახის ხუთი წევრი დაიღუპა.  ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს. 

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი ადამიანია. ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. 

„სავარაუდო მიზეზი, რაც პირველადი დათვალიერებით ჩვენი სპეციალისტებისთვის გახდა ცნობილი არის CO. ჩვენი ინფორმაციით, როდესაც სამაშველო სამსახური აღნიშნულ ბინაში შევიდა მათ ღია მდგომარეობაში აღმოაჩინეს გაზქურის ღუმელი, რომელსაც აღნიშნული ოჯახი, გათბობის მიზნით იყენებდა. მიმდინარეობს გამოძიება და დანარჩენს მოკვლევა დაადგენს“, - აცხადებენ კომპანია „თბილისი ენერჯიში“. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.