მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიპის სეზონი დასრულებულია, ქვეყანაში ცირკულირებს ის ვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის სეზონი უკვე დასრულებულია. 

ჩხაიძის თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ბოლო 6 თვის მანძილზე, ქვეყანაში გრიპი არ დადასტურებულა.

„პირველად ბოლო 6 თვის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის გრიპის ვირუსის არ არსებობა ფიქსირდება ანუ პირველი შემთხვევაა ბოლო 6 თვის მანძილზე, როდესაც ქვეყანაში გრიპი არ დადასტურდა. შესაბამისად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონური მატება გრიპის ვირუსის, რომელიც საქართველოში სტატისტიკის შესაბამისად მარტის ბოლომდე არის, უკვე დასრულდა. 

გრიპის შემთხვევების არ არსებობა გარკვეულწილად მიუთითებს იმას, რომ ის სტატისტიკა, რაც პანდემიამდელ პერიოდში იყო, პირველად ჩვეულ სტანდარტულ სახეს იღებს. იმედია, ასეთი სტატისტიკა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა“, - აცხადებს ჩხაიძე. 

რაც შეეხება კორონავირუსს, ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევები ჯერჯერობით ისევ ფიქსირდება. 

„გრიპისგან განსხვავებით კორონავირუსი მთელი წელი იქნება. ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული, ეს არის რინოვირუსი, რომელიც ვირუსების განაწილებაში 50%-ზე მეტია. 

რინო ვირურუსი და ადენოვირუსი ეს ორი წამყვანი ვირუსია ქვეყანაში. რინო და ადენოვირუსი განეკუთვნება გაციების გამომწვევი ვირუსების კატეგორიას, მათ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებთ. შედარებით ნაკლებია გართულებები, თუნდაც ფილტვების ანთების სახით. 

ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს ის ვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას. რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მათი მართვა შესაძლებელია ბინის პირობებშიც“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ საუბრისას. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ჯონ კირბის განცხადებით, უცნობია ვინ დგას საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გაჟონვის უკან

👉 ბრალდებული 7000 დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით აშშ-ში გადაყვანას ჰპირდებოდა, დაპირებას კი, არ ასრულებდა - თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

👉 14 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი ჯილდოს გადასცემს