მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლონეთი მზად არის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად თვითმფრინავი გამოგზავნოს

ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლონეთი მზად არის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად თვითმფრინავი გამოგზავნოს. 

„წარმოდგენილია ჩვენი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და მათი მხრიდან არავინ არ არის, იმიტომ რომ ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ არის მენეჯერი და საქმის დეტალები, ავადმყოფობის ისტორიაში რა წერია, დეტალურად მისთვის ცნობილი არ არის. პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესების დაცვით“, - აცხადებს ხაჭაპურიძე „მთავართან“ საუბარში. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს მიიღოს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან.

ამავე თემაზე: 

✔️ გადადით სიკეთის მხარეს - ნიკოლოზ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძეს მიმართავს