მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარიუპოლი არის ჩემი შვილის კონტროლის ქვეშ“ - გიული ალასანია

სააკაშვილის დედა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის ერთადერთი გამოსავალი მისი ადეკვატური მკურნალობაა უცხოეთში.

გიული ალასანია, უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. 

„ეს არის ჯალათების ქვეყანა, რომელსაც მართავენ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები. ძალიან მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის და ქალბატონი დენისოვასი. მიუხედავად მათი ასეთი მძიმე მდგომარეობისა, არცერთი წუთი არ შეუწყვეტიათ ჩემ შვილზე ზრუნვა. ისინი ცდილობენ, რომ თავისი მოქალაქე დაიბრუნონ, რომელიც ძალიან სჭირდებათ ამ კრიტიკულ დღეებში. დღეს მარიუპოლი, გახდა ცენტრი ყველაფრის, სწორედ მარიუპოლმა გააშიშვლა რუსეთი. 2014 წლიდან მარიუპოლი არის ჩემი შვილის კონტროლის ქვეშ და ბოლო 3 თვე საერთოდ არ გამოსულა მარიუპოლიდან. ძალიან ბევრი წამოწყება, რომელიც იქ ხდება და ისიც, რომ ქალაქს ძალიან კარგი მერი ჰყავს  ეს ჩემი შვილისგან მოდის. ეს არის მნიშვნელოვანი ქალაქი“, - აცხადებს გიული ალასანია.