მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში“ - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი

„ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში

კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

კლინიკის ხელმძღვანელის ცნობით, რაც ამ ტიპის პაციენტს სჭირდება, კლინიკა „ვივამედში“ შესაბამისი პირობები არსებობს.

„რაც შეეხება კლინიკის მზადყოფნას, თავისთავად კლინიკა 24 საათის განმავლობაში გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერი პაციენტის მისაღებად. ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში. ჩვენთან შემოდიან მოშიმშილე პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ წარმატებით მკურნალობა“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

ჟურნალისტის კითხვას, ჰქონია  თუ არა გამოცდილება ანორექსიით დაავადებული პაციენტების მკურნალობის, კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ანორექსიით დიაგნოზით ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდნენ პაციენტები“.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.