მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„პაციენტი გაეწერა ბინაზე“ - ექიმი ლაზარე ლობჟანიძეზე

ექიმი დავით ციბაძე

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე ბინაზე გაეწერა.

„დილიდან შეფასდა ლაზარეს ფსიქომოტორული სფერო, ემოციური სფერო, ჩაითვალა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაეწერა ბინაზე მკურნალობის ამბულატორიულად გაგრძელების მიზნით. დასჭირდება ფსიქოლოგი და შეიძლება, ნევროლოგი კონსულტაციების დონეზე“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.