მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაკის პარკში შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა

ვაკის პარკი

ვაკის პარკში შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპული 13 წლის გოგონაა.

შეგახსენებთ, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად წყალში ჩავიდნენ, რა დროსაც სამივე მათგანს დენმა დაარტყა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

„13 წლის გოგონა შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია  დაასრულა და 12 ოქტომბერს გახსნა.

შეიძლება დამიწების ნაწილში ცუდად იყო შესრულებული - არქიტექტორი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

„სკოლიდან გაპარულან და „შატალო“ მოუწყიათ, საცოდაობა დატრიალდა“ - ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები