მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ილონ მასკმა დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში აღადგინა

👉 თურქეთი სირიასა და ერაყზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს - მედია

👉 რუსეთი და ირანი რუსეთის ტერიტორიაზე დრონების წარმოებაზე შეთანხმდნენ - The Washington Post

👉 დამპყრობლები ცდილობენ, გააძლიერონ პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ISW