მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, სულ წევს - გიული ალასანია სააკაშვილზე

მესამე პრეზიდენტის დედა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დედამ გიული ალასანიამ მოინახულა. ალასანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. 

ამასთან, გიული ალასანია აცხადებს, რომ  მესამე პრეზიდენტი მადლობელია იმ ადამიანების, რომლებიც მის მხარდამჭერ აქციას შეურთდნენ.

„პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. სულ წევს, როცა წამოსწევს თავს ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, თუ  რაიმეს არ დაეყრდნო. ძირითადი თემა იყო დღევანდელი დღე და სრულიად გაოგნებული იყო  იმით, რაც ხდება დღეს მარტო ჩვენთან კი არა, რაც ხდება მსოფლიოში. 

ძალიან მადლობელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში  გმირობას უდრის იმ ადამიანებისთვის [ემიგრანტებისთვის] იმიტომ, რომ ისინი იქ მუშაობენ ლუკმაპურის საშოვნელად ზოგიერთი წასულია და მაინც რაღაცნაირად ახერხებენ. ეს აქცია ორგანიზებული არ იყო, ეს რომ ყოფილიყო ორგანიზებული წინასწარ, ვიღაცას ეხელმძღვანელა,  ეს არ ხდებოდა და თვითონ ასე სპონტანურად ყველაფრის მიუხედავად მაინც მოხდა“, - აღნიშნავს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, საქართველოს 8 ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი - ნიკა მელია

👉 „ნაცებმა“ 100-კაციანი არმია გაშალეს, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ - ირაკლი ზარქუა

👉 საერთოდ სევდიანი ბედი აქვთ პრეზიდენტებს საქართველოში, ყველაფერი გამოიყურება როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება სააკაშვილის მიმართ - მარკ ფეიგინი

👉„მინდა, პოლიტიკაში მორალი დაბრუნდეს, ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის“ - არესტოვიჩი

👉 „პუტინს რომ სურს სააკაშვილის მოკვლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, ეს აშკარაა“ - მარკ ფეიგინი