მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა არის ზარინი?

ქიმიური იარაღით მოწამვლა

ზარინი, როგორც ნერვული აგენტი, ქიმიურ იარაღად გამოიყენება (მეთილფოსფოროვანი მჟავის დიქლორიდის, იზოპროპილის სპირტისა და ნატრიუმის ფთორიდის რეაქციით მიიღება უფერო, უსუნო სითხე). რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებულმა აღნიშნულმა ქიმიურმა იარაღმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. 

რა არის ზარინი?

გერმანელების მიერ შექმნილი ოთხი ნერვული აგენტიდან უძლიერესი, ზარინი, 1938 წელს გერმანიაში, ვუპერტალში IG Farben-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს.

ნერვული აგენტი ქიმიურად ჰგავს ორგანოფოსფატურ პესტიციდებს და ზემოქმედებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ზარინი არის ორგანოფოსფატების ნაერთი, რომლის მცირე კონცენტრაციაც კი სასიკვდილოა. მისი შესუნთქვიდან მხოლოდ 10 წუთია საჭირო სასიკვდილოდ. ფილტვებით შესუნთქული ნივთიერება კუნთების დამბლას იწვევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი არ შეისუნთქავს სასიკვდილო დოზას, მაგრამ შესაბამისი წამლებით არ იმკურნალებს, შესაძლოა, მან სამუდამო ნევროლოგიური დაზიანება მიიღოს.

სხვა ნერვული აგენტების მსგავსად, ზარინი, უკიდურესად ტოქსიკური სინთეზური ორგანული ფოსფორის ნაერთი,  უტევს ნერვულ სისტემას და კუნთების დამბლას იწვევს. სიკვდილის მთავარი მიზეზი ასფიქსია ხდება, რადგან სუნთქვაში მონაწილე კუნთები ითიშება. კონკრეტულად, ზარინი არის აცეტილქოლინესთერაზას ძლიერი ინჰიბიტორი, ფერმენტის, რომელიც გარდაქმნის ნევრომედიატორ აცეტილქოლინს.

ზარინი, მისი მონათესავე ნერვული აგენტების მსგავსად, მკვეთრად არასტაბილურია (სითხე მარტივად გადაიქცევა აირად). შესაძლოა, მისმა ორთქლმა კანიდანაც შეაღწიოს. თუ მოწამლული ადამიანი 10 წუთამდე დროში ანტიდოტებს - ატროპინსა და პრალიდოქსიმს მიიღებს, ის შეიძლება გადარჩეს.

სუფთა სახის ზარინი ციანიდზე 26-ჯერ მეტად სასიკვდილოა

ზარინის სიმპტომები:

💊 სურდო

💊 გულ-მკერდის არეში შებოჭილობა

💊 გულისრევა

💊 სუნთქვის უკმარისობა

💊 ნერწყვდენა

შემდეგ ვითარდება კრუნჩხვა, რასაც მოჰყვება კომაში ჩავარდნა და სუნთქვის გაჩერება.