მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს და აქედან 90% მტკნარი ტყუილია“ - ღოღობერიძე ფხაკაძეზე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე და ექსპერტი გიორგი ფხაკაძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს გიორგი ფხაკაძეს აკრიტიკებს და ამბობს, ფხაკაძე ქართული მედიცინის სირცხვილია.

„აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის.

გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი.მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება“, - წერს გიორგი ღოღობერიძე. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფხაკაძემ ომიკრონთან დაკავშირებით კოლეგა გიორგი ფხაკაძის შეფასება სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე სახელწოდებით „ვერ გავიგე ოპელი“ განათავსა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „თქვენგან განსხვავებით, მე ლაიქები და რეიტინგები არ მაინტერესებს, ჩემი შეურაცხყოფა თქვენს ბიოგრაფიაზე დიდი ლაქაა“ - ფხაკაძე ღოღობერიძეს მიმართავს

✔️ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

✔️ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

✔️ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

✔️ დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება