მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ხვდებიან პანდემიის ფონზე ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში (ფოტოები)

როგორ ხვდებიან პანდემიის ფონზე ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში

მიუხედავად მიმდინარე პანდემიისა, მსოფლიოს არაერთ ქალაქში საახალწლო ღონისძიებების გაუქმებისა, ბევრი საახალწლო ზეიმი დაგეგმილის მიხედვით იმართება.

როგორ ხვდებიან პანდემიის პირობებში ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში:

სიდნეი ავსტრალია

გასული წლისგან განსხვავებით, სიდნეი საჯარო ფოიერვერკს აწყობს სიდნეის ოპერის თეატრისა და ჰარბორ ხიდის ფონზე. ამასთან, გაიმართება სპექტაკლი, რომელსაც მხოლოდ ბილეთების მფლობელები დაესწრებიან. ორგანიზატორები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები


დევიდ გეტას საახალწლო მუსიკალური წარმოდგენა ლუვრში აბუ-დაბიში გაგრძელდება, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ დააწესა უფრო მკაცრი პანდემიის შეზღუდვები. დუბაიში ხალიფას კოშკში ლაზერული შოუ და ფეიერვერკი მოეწყობა. 

მოსკოვი


რუსეთი თავს არიდებს მკაცრი პანდემიური ზომების მიღებას. მოსკოველებს შეუძლიათ დატკბნენ  ახალი წლის ღამეს. მოსკოვის წითელ მოედანზე მოეწყო ყინულის მოედანი და ბაზრობა, 2022 წელს კი ფეიერვერკები მოეწყობა. ქალაქის მასშტაბით რესტორნები და ღამის კლუბები ღიაა.

პრაღა


ხელისუფლებამ დაუშვა 50-მდე ადამიანის შეკრება. რესტორნები ღიაა, თუმცა ერთ მაგიდასთან დაშვებულია არაუმეტეს ოთხი სტუმარი. სახალხო დღესასწაულები აკრძალული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული ან არ არიან გამოჯანმრთელებულნი  COVID 19-ისგან. პრაღასა და ჩეხეთის სხვა ქალაქებში ფეიერვერკი აკრძალულია.

ბერლინი

წელს, საახალწლო ფოიერვერკი აკრძალულია მთელ გერმანიაში. ცალკეულ რეგიონებში აკრძალულია გარე შეკრებები და კერძო დღესასწაულებს შეიძლება დაესწროს არაუმეტეს 10 სტუმარი.

ვენა, ავსტრია


ავსტრიის ხელისუფლებამ შემოიღო კომენდანტის საათი ბარებსა და რესტორნებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავსტრიელებს ახალი წლის ღამეს სახლში დარჩენა უწევთ. ტრადიციის შესაბამისად, ვენის სახელმწიფო ოპერა დგამს იოჰან შტრაუსის ოპერეტას „ღამურა“. იმართება სხვა კულტურული ღონისძიებებიც.

მადრიდი, ესპანეთი


მადრიდს ახალი წლის ღამეს არანაირი  შეზღუდვა არ დაუწესებია. ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აკრძალვები არაეფექტური იქნება. მოსალოდნელია, რომ მადრიდის პუერტა დელ სოლის მოედანზე ბევრი ხალხი შეიკრიბება. ხელისუფლებამ დააწესა მაქსიმალური ლიმიტი 7000 ადამიანამდე.

ლონდონი


ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე საახალწლო ზეიმი და მდინარისპირა ფეიერვერკი უკვე მეორე წელია გაუქმდა. გადაწყვეტილების მიმღებებმა დააწესეს ახალი შეზღუდვები მას შემდეგ, რაც „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდა დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში. ბიგ ბენი კი პირველად დაირეკება ოთხი წლის განმავლობაში.

რიო დე ჟანეირო


რიო-დე-ჟანეიროში  ცნობილი ფეიერვერკის შოუ კოპაკაბანას სანაპიროზე გაიმართება. ქალაქი კიდევ ცხრა ლოკაციაზე მოაწყობს ფოიერვერკებს. თუმცა, წელს წვეულების მოყვარულებს სასცენო შოუების გარეშე მოუწევთ ყოფნა. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ  ხალხმრავლობა ღია ცის ქვეშ თითქმის არ წარმოადგენს ინფექციის რისკს.

 ნიუ-იორკი

წელს ნიუ-იორკის ტრადიციული ტაიმს სკვერის წვეულება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. თუმცა, წვეულების მონაწილეებმა უნდა აჩვენონ, რომ აცრილი არიან და ატარებენ ნიღბებს. Times Square ჩვეულებრივზე გვიან გაიხსნება და ნაკლები სტუმარი დაიშვება. ზეიმი გადაიცემა ტელევიზიით და, ასევე, ონლაინ რეჟიმში.

საქართველო

გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.ღონისძიების მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 300-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, წამყვანები, ვოკალისტ შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, დიზაინერები და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალისტები.

სცენაზე საზოგადოების წინაშე წარდგება 5 წამყვანი: ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური; გალაკონცერტის მთავარი დირიჟორი - ნიკა ნიკვაშვილი, ორკესტრი, 4 ბენდის მუსიკოსი, მოწვეული სოლისტ-ინსტრუმენტალისტი, 30-მდე სოლისტი, 15-მდე ანსამბლი და საგუნდო კოლექტივი.

პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი.