მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მალტის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

მინისტრების შეხვედრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტის იუსტიციის მინისტრს, ჯონათან ატარდს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ სფეროში საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.