ვარკეთილში არასრულწლოვანი ძაღლმა დაკბინა. მომხდარის შესახებ ბავშვის დედა სოციალურ ქსელში წერს.
დაზარალებული დედა აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი მომხდარის გამო შოკშია.
ბავშვის დედის განცხადებით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მისი შვილი სკოლაში მიდიოდა.
„ამ დილით ჩემი შვილი მიდიოდა სკოლაში და დაკბინეს. კერძოდ მესამე ა 320-ე კორპუსთან. უკვე საშიში ხდება გარეთ გასვლა იმდენი ძაღლია.
ყველაფრის როგორ უნდა გვეშინოდეს ადამიანებს. ჩემი შვილი შოკშია, ისეთი შეშინებულია“, - წერს დაზარალებული ბავშვის დედა.