მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფო ლილუაშვილი - ელჩად დავდივარ, რომ დავამტკიცო სიმართლე, რომლისთვისაც ყველა გაერთიანებულები ვართ

ნიკა გვარამიას მეუღლე

„ელჩად დავდივარ, რომ დავამტკიცო სიმართლე, რომლისთვისაც ყველა გაერთიანებულები ვართ, ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად არიან დასავლელი მეგობრები. ნიკას პატიმრობა არ არის მხოლოდ მისი პერსონალური პრობლემა“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

ლილუაშვილის თქმით, ამ ბრძოლაში მათთან ერთად დასავლელი მეგობრები და პარტნიორები არიან. 

ლილუაშვილი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორები გვარამიას საქმეს მონიტორინგს უწევენ. 

„ეს არ არის ბრძოლა ნიკას თავისუფლებისთვის, არამედ ეს არის ნიკას ბრძოლა სამართლიანობისთვის, როგორც მან ეს თავად აღნიშნა პროცესზე. მეც ამისთვის ვიბრძვი, ასე ვთქვათ, ელჩად დავდივარ, იმისთვის, რომ დავამტკიცო ის სიმართლე, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვართ. 

ჩვენ არ ვართ მარტო, ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში ნამდვილად არიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, პარტნიორები და მე მათი იმედი მაქვს, იქიდან გამომდინარე რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში. ამ შეხვედრაზეც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ისინი აგრძელებენ მონიტორინგს ნიკას საქმესთან დაკავშირებით და აინტერესებთ ყველაფერი, რაც ნიკას საქმის ირგვლივ ხდება. 

ამიტომ, იმედი არ მაქვს დაკარგული. პირიქით ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ, იმის იმედით გამოვდივარ, რომ ყველაფერი იქნება კარგად და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმიტომ რომ ნიკას პატიმრობა არ არის მხოლოდ მისი პატიმრობა, ეს არ არის ნიკას პერსონალური პრობლემა, ეს არის ყველა იმ ადამიანის, ქვეყნის თუ ორგანიზაციის პრობლემა, რომელიც იბრძვის მსოფლიო მონსტრის რუსეთის წინააღმდეგ“, - აცხადებს სოფო ლილუაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  გია ჯაფარიძე: სკოლებში მშობელთა კრებები ვერ ტარდება, რადგან მშობლები უცხოეთში არიან, ეს უნდა დავასრულოთ საქართველოში

➖ „ფინეთი და შვედეთი მზად არიან ალიანსს შეუერთდნენ“ - შეერთებული შტატების პასუხი ერდოღანს