მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფინეთი და შვედეთი მზად არიან ალიანსს შეუერთდნენ“ - შეერთებული შტატების პასუხი ერდოღანს

ბ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ შვედეთი და ფინეთი მზად არიან ნატოს წევრობისთვის. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. წერს Reuters-ი

პრაისმა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შემდეგ გააკეთა, რომლის თანახმადაც შვედეთი არ უნდა ელოდეს თურქეთის მხარდაჭერას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისას.

„ჩვენი შეფასებით  ფინეთი და შვედეთი მზად არიან, შეუერთდნენ ალიანსს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფინეთი და შვედეთი მზად არიან გაწევრიანდნენ ნატოში, არის ის, რომ ისინი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნები არიან“, - აცხადებს პრაისი. 

ერდოღანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სტოკჰოლმში აქციაზე ყურანი დაწვეს. 

შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ნატოში

გასული წლის მაისში ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესი დაიწყეს. რატიფიკაციის დოკუმენტებს ხელი უკვე მოაწერეს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ალიანსის 28 ქვეყანამ. უნგრეთის და თურქეთის გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ არის.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხოლოდ მას შემდეგ დაუჭერს მხარს, თუ ქურთისტანის მუშათა პარტიის 130 წევრი თურქეთში ექსტრადირებული იქნება.

21 იანვარს, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა რასმუს პალუდანმა საჯაროდ დაწვა ყურანი. ამან თურქეთში გაღიზიანება და პროტესტი გამოიწვია. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ თქვა ერდოღანმა, რომ შვედეთის თურქეთისგან მხარდაჭერას აღარ უნდა ელოდოს. 

ამავე თემაზე: 

🔴 ერდოღანი: შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ თურქეთი მის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს