მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეიძლება დამიწების ნაწილში ცუდად იყო შესრულებული - არქიტექტორი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

არქიტექტორი

კასკადის პროექტანტი კომპანია ლმს-ის არქიტექტორი ბაჩო ქურიძე ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა. 

„მშრალი, სველი კორობი ჰქვია, რომელიც ერთი მხრიდან მშრალია, მეორე მხრიდან წყალშია. შეიძლება დამიწების ნაწილში ცუდად იყო შესრულებული“, - აცხადებს ქურიძე „იმედთან“ საუბარში.  

არქიტექტორი ამბობს, რომ ეს მშენებლის პასუხისმგებლობაა. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დეტალი გათვალისწინებული გვქონდა. ევროსტანდარტია და მითითებულია ის, რომ ნორმები შესრულდეს. როგორც კი შადრევანი ჩაირთო, იქ რაღაც დარღვევა იყო, ავტომატურად სისტემა უნდა გათიშულიყო“, - აცხადებს ბაჩო ქურიძე. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.

დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ორი მოზარდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე მოზარდი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

ამავე თემაზე: 

🔴 „სკოლიდან გაპარულან და „შატალო“ მოუწყიათ, საცოდაობა დატრიალდა“ - ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები

🔴 ვაკის პარკში შადრევანში დენის დარტყმის შედეგად ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა