მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვივამედზე“ ხორციელდება წნეხი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დადებითად შეაფასონ - შოთა თუთბერიძე

ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ბოლო თვეებში კლინიკა „ვივამედზე“ ხორციელდება წნეხი, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასონ დადებითად.

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, სადაც სამკურნალო დაწესებულება ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი.

„ჩემი ინფორმაციით, კლინიკა „ვივამედზე“ ხორციელდება წნეხი თვეების განმავლობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დადებითად შეაფასონ. მათ ამას ვერ მიაღწიეს. ახლა, ბუნებრივია, შეეცდებიან დღევანდელი წერილის თარგმნას საზოგადოებისთვის იმდაგვარად, რომ სააკაშვილი კარგად არის.

სააკაშვილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, სადაც სამკურნალო დაწესებულება ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი.

ეს სასამართლო შემადგენლობა, ქალბატონი ნინო ჩახნაშვილი ფორსირებულ რეჟიმში ცდილობს ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის პროცესები და სასწრაფოდ დააყენოს გადაწყვეტილება და შეასრულოს ის დავალება, რაც მას მიღებული აქვს სასამართლო კლანის მეშვეობით“, - აცხადებს შოთა თუთბერიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ბატონი კობი აქედან არ წავა, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ ნახავს“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ ჩავუტარებ როგორც ფიზიკურ, ასევე, ნევროლოგიურ კვლევას - შაჰინ ემანუელ ლახანი სააკაშვილზე

✔️ ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცა სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია

✔️ მიმდინარეობს წონის კლება, ჯანმრთელობა არ უმჯობესდება - გიორგი ჩალაძე სააკაშვილზე

✔️  ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი