მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს - გიული ალასანია

ვოლოდიმირ ზელენსკი, ბუბა კიკაბიძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი ქართველი არტისტის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს. ამის შესახებ ალასანიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. 

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს დასწყვიტა გული და ყველას მინდა მივუსამძიმრო. მე პირადად იმ უმცირესობას ვეკუთვნი, რომლებსაც გვახსოვს მისი პირველად სცენაზე გამოჩენა. ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე.

უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ჩემი შვილი ხელმძღვანელობს და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“, - განაცხადა ალასანიამ. 

შეგახსენებთ, მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე: 

🔴 „დიდებული ხალხის დიდებული კაცი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა