საძიებო სიტყვა: დელტა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ტრადიციულად, აქტიურად არის ჩართული სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კომპანიამ ბოლო წლებში ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ათზე მეტი მოდიფიკაციის მოდელი შეიმუშავა.„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი მოდელი აბსოლუტურად განსხვავებულია ტექნიკური სპეციფიკაციით, ყოველი მათგანი კონკრეტული მოთხოვნებისა და დაკვეთების შესაბამისად შეიქმნა“, – განაცხადა „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ახვლედიანმა.მან თავის გუნდთან ერთად, წელს, ეროვნულ დღესასწაულზე საზოგადოებას განსხვავებული დიზაინის მქონე, დიდგორების თანამედროვე ოჯახის წარმომადგენელი, „დიდგორი მეომარი“ წარუდგინა და სამომავლო გეგმებსა და წარმოების მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.დავით ახვლედიანის განცხადებით, „დიდგორი მეომარი“ განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და მისი საიმედოობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.„მანქანა აღჭურვილია სხვადასხვა სახის ულტრათანამედროვე საბურავების დაბერვისა და ხანძრის ქრობის სისტემებით, ხასიათდება საწვავისა და საბრძოლო მარაგის გაძლიერებული სისტემით, გაუმჯობესებულია ეკიპაჟის განთავსების ადგილები“, – განაცხადა დავით ახვლედიანმა.„დელტას“ გენერალურმა დირექტორმა მედიასთან სხვა მოდელების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ყველა მათგანი არსებული საჭიროების გათვალისწინებით, ქართული ჯარის დაკვეთით არის წარმოებული, რაზედაც, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სპეციალისტების ერთობლივმა ჯგუფმა იმუშავა.დავით ახვლედიანმა საქართველოს მოსახლეობას ეროვნული სამხედრო მრეწველობის საექსპორტო პოტენციალიც გააცნო და აღნიშნა, რომ „დიდგორი მეომარი“, რომელიც 2024 წელს დაპროექტდა და სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, საექსპორტო მოდელია.მისი განცხადებით, „დელტას“ გუნდისთვის ეროვნული სამხედრო მრეწველობის ნამუშევრების გამოფენა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია.
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება; ასევე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და სპორტულ აქტივობებში მათი ჩართულობის მუდმივი ხელშეწყობა.„დელტას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება და დაარსებიდან უახლოეს წლებში, გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ა ლიგასა და სუპერლიგაში. 2019 წელს, „დელტას“ მოგებული აქვს სუპერლიგა. გუნდის ტიტულებს შორისაა, ასევე, დუდუ დადიანის მემორიალი და საქართველოს სუპერთასი.2022 წლიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და „დელტას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და ამ დროიდან, გუნდი უკვე გურჯაანის სახელით გამოდის.„დელტას“ გურჯაანში გამოჩენამ, დიდი ცვლილებები მოახდინა ქალაქისა და რეგიონის სპორტულ ცხოვრებაში. უპირველესად, აღსანიშნავია ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის შექმნა, სადაც ადგილობრივი მოზარდები სრულიად უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და თამაშობენ. სუპერლიგის ბინადარი „დელტა“ საშინაო მატჩებს გურჯაანში თამაშობს, რაც დამატებით აცოცხლებს რეგიონის სპორტულ და სოციალურ ცხოვრებას.საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში „დელტა“ 6 ასაკობრივი გუნდითაა წარმოდგენილი: U22, U18, U16 (პირველი და მეორე გუნდები), U14 და U12 (NBA JR-ს გუნდი).წლევანდელ სეზონში, „დელტა“ წარმატებით ასპარეზობს საქართველოს თასის გათამაშებაში, სადაც უკვე ნახევარფინალურ ეტაპს მიაღწია. სუპერლიგაში კი, გურჯაანელები ფლეი-ოფში სათამაშოდ ემზადებიან.
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის შეიარაღებული ძალებისთვის ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას გამოეხმაურა. ჩიხელიძის თქმით, „რეალობად იქცა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის, 2022 წელს გაცემული დაპირება, რომელსაც ოპოზიცია ირონიით და ქილიკით შეხვდა, მინისტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაპირება შემჭიდროებულ ვადებში აღასრულა.“„საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოში წარმოებული შეიარაღებით აღჭურვის პროცესი გრძელდება. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის შეიარაღებული ძალებისთვის ისტორიული აღმოჩნდა, საქართველოს ისტორიაში პირველად, თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები გადაეცა, რეალობად იქცა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის, 2022 წელს გაცემული დაპირება, რომელსაც ოპოზიცია ირონიით და ქილიკით შეხვდა, მინისტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაპირება შემჭიდროებულ ვადებში აღასრულა.დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების საკუთრებაში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შესაბამისი, Warmate-ის ტიპის კამიკაძე-დრონები ირიცხება, რომელმაც თავი უკრაინის ომში გამოიჩინა და საკუთარი ეფექტურობა უშუალოდ ბრძოლის ველზე დაადასტურა.ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, საქართველოს ისტორიაში პირველად თავდაცვის ძალებს საკუთრებაში 40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა გადაეცა. ახლა კი უპილოტო საფრენი აპარატები მიიღეს შეიარაღებაში.ქართულ სამხედრო წარმოებას დიდი პოტენციალი გააჩნია, შესაბამისად მაქვს მოლოდინი, რომ თავდაცვის ძალების ადგილობრივი წარმოების შეიარაღებით აღჭურვა შეუქცევად ხასიათს მიიღებს და მომავალში კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება.ერთობლივ, ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეს“ მიერ წარმოებულ Warmate-ის ტიპის კამიკაძე-დრონებს თავდაცვის ძალების შეტევითი და დაცვითი პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა შეუძლია, ადგილობრივი წარმოების კამიკაძე დრონს საქართველოსთვის წმინდა სამხედრო კუთხის გარდა დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია, მას აქვს პოტენციალი გახდეს გაყიდვადი პროდუქტი, რადგან დღევანდელ მსოფლიოში დრონებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა არის, მხოლოდ უკრაინა რუსეთის ომში, ყოველდღიურად ათასობით დრონი გამოიყენება რაც კამიკაძე დრონებს მოთხოვნად პროდუქციად აქცევს“, - აცხადებს ჩიხელიძე.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა და თავდაცვის უწყების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიასა და დეზინფორმაციულ გზავნილებს გამოეხმაურა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიასა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ხარისხის ფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც „დელტას“ ბაზაზე მოქმედი საწარმო „დელტა ტექსტილი“ საქართველოში აწარმოებს და ქართულ ჯარს ამარაგებს:„დელტა ტექსტილის“ ფუნქციონირება გამჭვირვალე პროცესია, შეგიძლიათ გამოითხოვოთ, ციფრები, მათი წარმადობა ორჯერ გაიზარდა და წელს მათი ბრუნვა სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი იქნება. დასაქმებულთა რაოდენობა 250-დან 500 ადამიანამდე გაიზარდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ უნიფორმებზე, კვების ხარისხსა და მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ყურადღება კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე გაამახვილა:„შედეგი ყოველთვის აღნიშნავს იმას, თუ როგორია კონტროლი. კონტროლის მექანიზმები რომ არ გაგვეძლიერებინა, ბუნებრივია, ასეთ შედეგს ვერც კვების და ვერც უნიფორმების მიმართულებით მივაღწევდით. კონტროლის მექანიზმების გასაძლიერებლად ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ეს არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ასეთი მაღალი ხარისხი მივიღეთ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელმაც საზოგადოებას კონტროლის შიდა და გარე მექანიზმებიც გააცნო, მათ შორის, ხარისხის მართვის სისტემაში ცნობილი სტანდარტის, ISO სერტიფიკატის სახით მოქმედი კონტროლის ინსტრუმენტი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელეს. უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „დელტას“ დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ წარმოებული შეჯავშნული მანქანების, დრონების, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების შესაძლებლობებს.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და უწყების ხელმძღვანელ პირებს უკვე შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს.ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ კომპანიას - „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გააცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები - დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა.ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება.სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა.
28 აპრილს, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავის, საგარეჯოს, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების გააქტიურება შეინიშნებოდა.თავდაცვის სამინისტრო სსიპ „დელტას“ ინფორმაციით, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 35 მმ-ს შეადგენდა.სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, დამუშავდა დაახლოებით 204 კმ2 ტერიტორია და განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი. „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში 24-საათიანი მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„წლის ბოლომდე, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, „დელტას“ ბაზაზე ჩვენ უკვე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, სადაც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაუპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგა.„უპილოტოების მიმართულებით ჩვენ უკვე დავასრულეთ ბიუროკრატიული შეთანხმება, ხელი მოვაწერეთ და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო. უკვე რეალურ ნაბიჯებზე გადავდივართ წარმოების დასაწყებად. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე უკვე გამოვუშვათ ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.მინისტრმა საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოებაზეც ისაუბრა, რომელიც ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი“ მზადდება. მისი განცხადებით, წარმატებით დასრულდა სატესტო რეჟიმში შაშხანების წარმოება და მალე პროდუქციის მასიური წარმოება დაიწყება.ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.„თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. 2019 წლიდან ეს განსაკუთრებით საგრძნობი იყო. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუციური სისტემა, რომელზეც უნდა დაშენდეს ჩვენიუსაფრთხოების, ჩვენი ჯარის განვითარების მომავალი. დავისახეთ 10-წლიანი გრძელვადიანი განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო განვითარების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების გახშირებულ ვიზიტებსა და წვრთნების გაზრდილ დინამიკაზე.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც ევროპასა და ამერიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დელტამიკრონი გამოჩნდა. მისი თქმით, ახალი შტამი დელტასა და ომიკრონის ჰიბრიდია. ამიტომ მას, პირობითად „დელტამიკრონი“ ჰქვია. „ომიკრონის ტალღა დაღმავალია. მეკითხებიან, დამთავრდა პანდემია? ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს. კორონავირუსმა რამდენჯერმე გამოავლინა განახლების და ახალი შტამის შექმნის უნარი. დაფიქსირებულია ახალი შტამი, სულ ცოტა 17 ავადმყოფს დაუდასტურდა უკვე, აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. ეს შტამი არის ჰიბრიდი უკვე დავიწყებული დელტასი და ომიკრონის. პირობითად, მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე ან მსუბუქის მიმდინარეობის იქნება. მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, სპაიკ პროტეინი, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სიჩქარეზე. სტრუქტურული ცილები კი აქვს დელტასგან. ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი (გადამდებლობა) და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე ინფორმაცია არ არის, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. რთულია ამის თქმა ჯერ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
„შესაძლებელია, ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონიც“ აღარ იყოს ბარიერი“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძე მოსახლეობას, სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პანდემია მარტში და აპრილში არ დამთავრდება. „ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება პანდემიის დასასრულის პერიოდი, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული. ეს მოსაზრება „ომიკრონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. დელტა არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში. ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში დელტა, მათი რისკი „ომიკრონით“ ინფიციერებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია, ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონიც“ აღარ იყოს ბარიერი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. აგრეთვე, დაგაინტერესებთ: ✅ რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება ✅ იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა ✅ „პანდემია არ დასრულებულა, ახალი შეშფოთების ვარიანტები იქნება“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი ✅ „დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე ✅ მეხსიერების დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ცვლილება - ხანგრძლივი კოვიდი მზარდ საკითხად რჩება - ზაზა წერეთელი ✅ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები ✅ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება
ჯოენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ და თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ის მარტივად მიმდინარეობს. სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ბუსტერ დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ნათია გორდაძის თქმით, ომიკრონის მარტივ მიმდინარეობას იმუნიზაცია და ბუსტერ დოზა განაპირობებს. „ომიკრონის“ მიმდინარეობა დელტა შტამისგან განსხვავებით, შედარებით მარტივია, თუმცა ეს განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებული ადამიანი არის იმუნიზებული, გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა და, რა თქმა უნდა, ასრულებს პირნათლად რეკომენდაციებს. რისკჯგუფებს წარმოადგენენ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, პირები, რომლებიც გადასახლებულები არიან 50 წელს. შესაბამისად, ისინი დროულად უნდა ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა არიდებული იქნეს დაავადების მძიმე მიმდინარეობა და ლეტალობა“, - აცხადებს ნათია გორდაძე. ჯოენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, პირბადის გამოყენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ვირუსის გავრცელებას ამცირებს. „ომიკრონი“ შედარებით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე ეს იყო სხვა უკვე არსებული შტამების შემთხვევაში და ჰოსპიტალიზაციის რიცხვი დაახლოებით 70-80% ნაკლებია. საჭიროა, რეგულაციების და კარანტინის, იზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვა, აუცილებელია ბუსტერ დოზა და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება, რომელიც რეალურად ამცირებს ინფექციის გავრცელებას მინიმუმ 80-90%-ით“, - აღნიშნავს მაია კაშია. აგრეთვე წაიკითხეთ: ⚫ „ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ“ - თამარ გაბუნია ⚫ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები ⚫ „ომიკრონსაც“ აქვს სერიოზული გართულებები“ - დევი ტაბიძე ⚫ შიონოგის კორონავირუსის აბებმა ინფიცირებულებში ვირუსული დატვირთვა 63-80%-ით შეამცირეს - ზაზა წერეთელი ⚫ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება ⚫ როგორ ხდება კორონავირუსის შტამის ზუსტად დადგენა? - კავკასიძის განმარტება