„ლელომ“ პრეზენტაციის პარალელურად უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. მათ დადგეს წარმოდგენა, თითქოს „ოცნების“ მხარდამჭერებმა მათი პრეზენტაციის ჩაშლა კვერცხის სროლით სცადეს. რეალურად, ვის სჭირდება ასეთი ქმედება? „ლელოს“ არც რეიტინგი აქვს, არც პოლიტიკური გავლენა – იმდენად ურეიტინგოები არიან, რომ ისინი პოლიტიკურ ველზე უბრალოდ არ ჩანან, ნულს წარმოადგენენ და ვის სჭირდება მსგავსი გამოხტომა? რა თქმა უნდა, თვითონ „ლელოს“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ყველაფერი აშკარად ორგანიზებული პროვოკაციაზე მიუთითებს, რომლის მიზანი საკუთარი მარცხის სხვაზე გადაბრალებაა.
„ლელომ“ პრეზენტაციის პარალელურად უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. მათ დადგეს წარმოდგენა, თითქოს „ოცნების“ მხარდამჭერებმა მათი პრეზენტაციის ჩაშლა კვერცხის სროლით სცადეს. რეალურად, ვის სჭირდება ასეთი ქმედება? „ლელოს“ არც რეიტინგი აქვს, არც პოლიტიკური გავლენა – იმდენად ურეიტინგოები არიან, რომ ისინი პოლიტიკურ ველზე უბრალოდ არ ჩანან, ნულს წარმოადგენენ და ვის სჭირდება მსგავსი გამოხტომა? რა თქმა უნდა, თვითონ „ლელოს“!
ყველაფერი აშკარად ორგანიზებული პროვოკაციაზე მიუთითებს, რომლის მიზანი საკუთარი მარცხის სხვაზე გადაბრალებაა. კადრებში კარგად ჩანს, რომ კვერცხის სროლის მომენტი მათთვის მოულოდნელი სულაც არ იყო – მათი რეაქცია არაბუნებრივად ნელი და ხელოვნურია. უფრო მეტიც, ძალიან მოკლე დროში დაამზადეს ბანერი, რომელიც რეალურად წინასწარ იყო მომზადებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი „მოულოდნელობა“ იყო.
ეს ეპიზოდი ნათლად აჩვენებს, რომ „ლელო“ იყენებს პროვოკაციებს, როგორც სტრატეგიას, რათა საკუთარი ნაკლოვანებები სხვებს გადააბრალოს, ასეთი ქმედებები არის პოლიტიკური მანიპულაციის მკაფიო მაგალითი”, - წერს ჩიხელიძე.