„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით (4 ოქტომბერი), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) უარი თქვა დამკვირვებლების გაგზავნაზე. ოფიციალური მიზეზი: მიწვევა, რომელიც თბილისიდან მივიდა - „ძალიან გვიან“, ნაკლებ დროში, ვიდრე ორი თვით ადრე იყო გამოგზავნილი, რაც თითქოსდა არ ტოვებდა საკმარის დროს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზებისთვის“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ აქაც - უკვე „ეუთო/ოდირიც“ გახდა „დიფ სთეიტის“ ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში. ჩვენ - დამარცხებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ვინ წააგებს ამით - სულ რაღაც 3 კვირაში გავიგებთ.
„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით (4 ოქტომბერი), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) უარი თქვა დამკვირვებლების გაგზავნაზე. ოფიციალური მიზეზი: მიწვევა, რომელიც თბილისიდან მივიდა - „ძალიან გვიან“, ნაკლებ დროში, ვიდრე ორი თვით ადრე იყო გამოგზავნილი, რაც თითქოსდა არ ტოვებდა საკმარის დროს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზებისთვის.
თუმცა, პარადოქსი იმაშია, რომ სწორედ იმავე დღეებში, „ევროსაბჭოთა კავშირის“ გულში, ჩეხეთში (სადაც არჩევნები 3 ოქტომბერს დაინიშნა) და მიწვევა ოდირის მისამართით მხოლოდ 2 სექტემბერს გაიგზავნა - ორგანიზაციამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ამ ორმაგი სტანდარტის პასუხი ერთადერთი და პოლიტიკურია: ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლურ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა გამწვავდა.
ასეთ პირობებში, საქართველოს მისამართით ეუთოს აპარატისთვის უარის თქმა ბევრად მარტივი აღმოჩნდა: “გვიან მოგვმართეთ, ვეღარ მოვასწარით. „ჩეხეთის შემთხვევაში კი საქმე სულ სხვაგვარადაა: ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე უარის თქმა წარმოუდგენლად აღიქმებოდა. ამიტომაც იქ ODIHR-მა არსებული წესი გვერდზე გადადო და გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო: „თუნდაც პატარა დელეგაციით, მაგრამ მონაწილეობა უნდა მივიღოთ.“ ამრიგად, საქმე გვაქვს იმასთან, რასაც პოლიტიკაში კლასიკური „ორმაგი სტანდარტი“ ეწოდება.
ერთი და იგივე ფორმალური არგუმენტი („გვიან მიწვევა“), საქართველოში იქცა მიზეზად სრული უარის გამოცხადებისთვის, ხოლო ჩეხეთში გადაიქცა მხოლოდ ტექნიკურ დაბრკოლებად, რომელიც ადვილად გადალახეს. ეს მაგალითი ნათლად გვაჩვენებს: საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად არა უნივერსალურ პრინციპებს, არამედ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურას ემორჩილებიან. სადაც ურთიერთობა დაძაბულია, იქ დადგენილი წესები მკაცრად მოქმედებს. სადაც პოლიტიკური გარემო „სათავისოა“, იქვე წესებიც ელასტიკური ხდება. სამწუხაროა, რომ აქაც - უკვე „ეუთო/ოდირიც“ გახდა „დიფ სთეიტის“ ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში. ჩვენ - დამარცხებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ვინ წააგებს ამით - სულ რაღაც 3 კვირაში გავიგებთ...“, - წერს ქართველიშვილი.