კუპრაძემ და სკვინჩა ალეკომ კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით, რომ თვითონ დადგეს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „ლელოს“ ამ ინციდენტის დადგმა იმიტომ დასჭირდა, რომ წარმოაჩინოს, თითქოს ხელისუფლება ებრძვის.
„კუპრაძემ და სკვინჩა ალეკომ კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით, რომ თვითონ დადგეს, რომ გამოაჩინონ, როგორ ებრძვის თითქოს ხელისუფლება. კუპრაძეს რა კვერცხის სროლა და ბრძოლა უნდა, საკუთარ საცხოვრებელ ადგილასაც რომ იყაროს კენჭი, მეზობლებშიც ვერ მოიგებს“, - წერს გიორგი ზერეკიძე.