მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: კვესიტაძე ხელისუფლებას აძაგებდა, ერეკლე მეფეს ხმალი წაართვესო, ცხადია, იაფფასიანი პროპაგანდის ნაწილი იყო ეს ყველაფერი, რადგან ძეგლიც ადგილზეა, ხმალიც ადგილზეა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი

ოპოზიციური ფლანგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ თითქოს ახლად გახსნილ ერეკლე მეფის ძეგლს ხელში ხმალი არ უჭირავს, „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისივე თქმით, ცხადია, იაფფასიანი პროპაგანდის ნაწილი იყო ეს ყველაფერი, რადგან ძეგლიც ადგილზეა და ხმალიც.

„კვესიტაძე ხელისუფლებას აძაგებდა, ერეკლე მეფეს ხმალი წაართვესო. ცხადია, იაფფასიანი პროპაგანდის ნაწილი იყო ეს ყველაფერი, რადგან ძეგლიც ადგილზეა, ხმალიც ადგილზეა“, - წერს მეგრელიშვილი.