მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის ანგარიშზე: თავად ევროპული ინსტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ უსინდისოდ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ანჯაფარიძის განცხადებით, თავად ევროპული ინსტიტუტების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული.

„ამ და სხვა პოზიტიური და რაც მთავარია ობიექტური და თავად ევროპული ინსტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს ფართოდ დახუჭული, ყურებში კი ბამბის დიდი საცობები უდევს, ისევ უსინდისოდ გვიმტკიცებს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვას და უკრაინას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მოსამართლეები მაინც უცხოელმა ექსპერტებმა უნდა დაგვინიშნონ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.