მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ზაზა კევლიშვილი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: ხაზარაძის დაფინანსებული თვითგვემის „პერფორმანსის“ შემდეგ ზუსტად 3 წუთში ბანერები ჰქონდათ დამზადებული - ამ აფერისტობით გინდათ ხმების აღება, თქვე ფარჩაკებო?

მუსიკოსი

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და უნიჭო სპექტაკლს უწოდებს.

მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებულ „თვითგვემის პერფორმანსიდან“ სულ რამდენიმე წუთში ოპოზიციურმა პარტიამ „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა მომხდარში.

„ეს უნიჭო სპექტაკლი ნახეთ? ხაზარაძის დაფინანსებული თვითგვემის „პერფორმანსის“ შემდეგ ზუსტად 3 წუთში ბანერები ჰქონდათ დამზადებული. ამ აფერისტობით გინდათ ხმების აღება, თქვე ფარჩაკებო?“, - წერს ზაზა კევლიშვილი.