ესპანეთთან და თურქეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლმა მოახლოებული თამაშების მნიშვნელობასა და ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელზე ისაუბრა.
პრესკონფერენციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.
დღეს ათი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს და იაშვილმა მათი გუნდის ათწლიანი მოღვაწეობა შეაფასა.