მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისტორიაში პირველად საქართველომ ფიგურულ სრიალში მოიპოვა ოქროს მედალი - ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია

ანასტასია გუბანოვა
1674920532
სპორტი

ფინეთის ქალაქ ესპოოში ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ისტორიაში პირველად მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება - ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია.

მან თავისუფალ პროგრამაში – 130.10 ქულის მოპოვება შეძლო, მანამდე გუბანოვას მოკლე პროგრამაში 69.81 ქულა ჰქონდა მოგროვებული. საერთო ჯამში კი 199.91 ქულით ევროპის ჩემპიონიც გახდა.

დღეს ასევე ყინულის მოედანზე გავლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან.

კაცთა შეჯიბრებაში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს მორის ყვითელაშვილმა და ნიკა ეგაძემ, მათ მე-7 და მე-16 ადგილები დაიკავეს.