„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ჩელსისთან“ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კომენტარი გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა.
„როდესაც მამარდაშვილს ვიმატებდით, თავიდანვე ვიცოდი, რომ კარგი მეკარე იყო. „საუთჰემპტონთან! თამაშში გამოჩნდა, რომ ის გუნდს კარგად შეეწყო, რადგან ის გამორჩეული და მაღალი დონის მეკარეა. ახლა მას შეუძლია გააკეთოს, ის რასაც კელეჰერი აკეთებდა და ალისონს ჩაანაცვლებს“, - განაცხადა სლოტმა.
ცნობისთვის, ალისონ ბეკერმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „გალათასარაისთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით მოედანზე დაბრუნებას ნოებრის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილისთვის შანსია, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს.