მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

Transfermarket-ზე ქოჩორაშვილისა და მიქაუტაძის ფასები გაიზარდა

ქოჩორაშვილი და მიქაუტაძე
1759433960
სპორტი

ცნობილმა გამოცემამ Transfermarket-მა პორტუგალიისა და ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

„ვილიარეალისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის გიორგი მიქაუტაძის ფასი 30 მილიონამდე გაიზარდა. ქართველის ფასი „ყვითლებში“ გადასვლამდე 22 მილიონი იყო. მომატებულია გიორგი ქოჩორაშვილის ფასიც, რომლის ღირებულებაც „ლევანტეში“ ყოფნისას 5 მილიონი იყო, ახლა კი 6 მილიონია. რაც შეეხება „ეშტორილის“ ნახევარმცველ ნოდარ ლომინაძეს, მისი ღირებულება 500 ათასიდან 700 ათასამდეა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელთა ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ხვიჩა კვარაცხელია - 90 მილიონი

2. გიორგი მამარდაშვილი - 30 მილიონი

3. გიორგი მიქაუტაძე - 30 მილიონი

4. ზურიკო დავითაშვილი - 10 მილიონი

5. საბა გოგლიჩიძე - 8 მილიონი