მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი
1679567347
სპორტი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონტრაქტი გაახანგრძლივა.

სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2021 წლის 15 თებერვალს გახდა. 

ფრანგის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ჯამში 21 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 10 მოიგო, 8-ში დამარცხდა, 3 კი ფრედ ითამაშა. 

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-2013 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)

2013-2014 | საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების (მთავარი მწვრთნელი)

2014-2016 | ბორდო (მთავარი მწვრთნელი)

2017 | მიუნხენის ბაიერნი (მწვრთნელის ასისტენტი)

2021- დღემდე | საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა

2000-2008 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-1997 | სენტ ეტიენი

1997-2000 | მონაკო

საფრანგეთის სუპერთასი (1997) საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-2009 | მიუნხენის ბაიერნი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001) საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი (2001) გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008) გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008) გერმანიის ლიგის თაასი (2001).