ანალიტიკა

სალუქვაძე აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტზე: რუსეთმა მიზანს მიაღწია

ამირან სალუქვაძე,
ექსპერტი სამხედრო
პოლიტიკურ საკითხებში
1604995997
დაკოპირებულია

ექსპერტი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მთიანი ყარაბაღის 9 პუნქტიანი გეგმის ამოქმედების შესახებ საუბრობს.

ექსპერტი აღნიშნულ პროცესებში რუსეთის ფედერაციის როლზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კრემლმა მიზანს მიაღწია.

ამირან სალუქვაძის განცხადებით, აზერბაიჯანმა და მისმა არმიამ სერიოზული გარღვევა მოახდინა.

„აზერბაიჯანმა სერიოზული გარღვევა მოახდინა, გარკვეულ ტერიტორიაზე ფაქტობრივად, კონტროლს ახორციელებს. შეთანხმების ტექსტში გამოქვეყნებულია რაიონები, რომლებიც მთლიანად გადადის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. სომხეთს მთიან ყარაბაღთან კავშირისთვის რჩება ლაჩინის 5 კილომეტრიანი დერეფანი. ასევე, აღვნიშნავ, რომ დღეს დილით რუსეთის სამშვიდობო დესანტი უკვე გადაფრინდა კონფლიქტის რეგიონში, დაახლოებით 2500-მდე კონტინგენტი იქნება ამ ეტაპისთვის ჩაყენებული. დერეფანი გვერდს აუვლის შუშას, ანუ ფაქტობრივად, მთიანი ყარაბაღი, როგორც ასეთი, წარმონაქმნი რჩება თავისი სტეფანაკერტით. შუშა, როგორც ჩანს, ამ შეთანხმებიდან გადადის აზერბაიჯანის კონტროლს ქვეშ იმ სხვა დარჩენილ რაიონებთან ერთად, რომლებიც ჩამოთვლილია.

საინტერესოა ალიევის გუშინდელი მიმართა, სადაც ის ვლადიმირ პუტინს მიმართავს. მან პუტინს მადლობა გადაუხადა პირადი მონაწილეობისთვის. ეს მონაწილეობა იყო მხოლოდ შეთანხმების მიღწევა თუ მთლიანად დარეგულირება, ეს არის გასაანალიზებელი“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

მისივე თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განახლებიდან თვენახევარში უკვე იგრძნობოდა რუსეთის ფედერაციის განწყობა.

„რუსეთს ეს სცენარი აწყობდა. ამ ბრძოლის ველმა ასე დაალაგა სიტუაცია, რომ უკვე ფაქტობრივად, შუშასთან მიახლოების შემდეგ სტეფანაკერტი უკვე როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე, სამხრეთიდან ჩაკეტილი აღმოჩნდა.

ლაჩინის დერეფანს უკვე მთლიანად აკონტროლებს აზერბაიჯანის ჯარი. ეს რეალობა შეიქმნა და ამ რეალობაში ფაშინიანს მოუწია შეთანხმება. რაც შეეხება მხარეების შეთანხმებას, 27 სექტემბრამდე პერიოდს ვგულისხმობ, ჩვენ დავინახეთ, რომ აზერბაიჯანის არმიამ სერიოზული ცვლილებები განიცადა, ვიხილეთ მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება საომარი მოქმედებების დროს და ვიხილეთ, ასევე, საკმაოდ სერიოზული შეიარაღება და აღჭურვილობა.

ზოგადად თუ გადავხედავთ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ შესყიდვებს, მილიარდობით დოლარის ტექნიკა აქვს აზერბაიჯანს შესყიდული და საკადრო შემადგენლობამაც საკმაოდ სერიოზული ცვლილება განიცადა. ის აღარ არის ის არმია, რომელთანაც ელოდა სომხეთი შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში შეტაკებას. რა მოლოდინიც ჰქონდა სომხეთს, კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ბაქომდე მივიდოდნენ, როგორც დავინახეთ არ გამართლდა“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ექსპერტი აღნიშნულ პროცესებში გარე აქტორების ჩართულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი, რომელიც სამშვიდობო კონტინგენტის რეგიონში ჩაყენებას ითვალისწინებდა, შედგა.

სალუქვაძე ერევანში მიმდინარე არეულობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქაც ჩანს რუსეთის ჩართულობის კვალი.

„რაც შეეხება ჩართულობას და გარე აქტორებს, 2 ძირითადი აქტორი იყო წარმოდგენილი და ჩართული. რუსეთის ფედერაცია და თურქეთი. რაც შეეხება მინსკის ჯგუფს და თანათავმჯდომარეებს, განსაკუთრებით ეს არის აშშ და საფრანგეთი, არ მომერიდება იმის აღნიშვნა, რომ ფაქტიურად არ ჰქონდათ სათანადო ბერკეტი, ამერიკას ისედაც არ სცხელა. კარგად იქნა ეს პერიოდი შერჩეული აშშ-ის საარჩევნო ბატალიებს დაემთხვა.

მეორე მხრივ, ჩანდა რუსეთის განწყობა. ვხედავთ ამ მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ რა ხდება ერევანში, აქაც რუსეთის კვალს ვხედავ. რადგან რუსეთში კარგად აანალიზებენ სიტუაციას. საკმაოდ მრავალწახნაგოვანი კომბინაციაა, რომელიც ნაფიქრი აქვს რუსეთის ფედერაციას. რუსეთის საბოლოო მიზანი იყო სამშვიდობო კონტინგენტის ჩაყენება რეგიონში, მიაღწია კიდეც, მაგრამ ცოტა ჩაჩოჩება მოუწია, რადგან იქ თურქეთიც იქნება წარმოდგენილი. ეს ერთის მხრივ, აზერბაიჯანისთვის კარგია, მაგრამ რეგიონისთვის ძალიან დიდი ბომბია ჩადებული“, - დასძინა ამირან სალუქვაძემ.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 აზერბაიჯანი ტერიტორიებს იბრუნებს - ყარაბაღის შეთანხმების 9 პუნქტიანი გეგმა

🔴 სომხეთის პრეზიდენტი: ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ მედიიდან გავიგე

🔴 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - მუდმივად განახლებადი ინფორმაცია

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ქედის მუნიციპალიტეტში, კომპანიამ „აჭარა თრეიდინგ გრუფი” პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

1627627167

საოჯახო მოწყობილობები იშვიათად გვთავაზობს განსაკუთრებულ დიზაინსა თუ ფერებს ჩვენი სამზარეულოსთვის, თუმცა სამზარეულო დამთანხმებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია სახლში; Samsung მიზნად ისახავს შეცვალოს სტანდარტული მიდგომები Bespoke Appliance ინიციატივით.

1627627048

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აქვს კონკრეტული გეგმები, რომელიც ეყრდნობა მომავლის გამოწვევებს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ცვლილებას სთავაზობს. მან ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ახალ ეტაპს ქვეყნის Covid 19-ის ვაქცინაციის პროგრამაში - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

1627626747

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1627626199
სოხუმის განცხადება

სოხუმი საქართველოს სამხედრო აქტივობის საპასუხ...

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების სამხედრო აქტივობით შეშფოთებას გამოხატავს. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო უწყება საქართველოში საერთაშორისო წვრთნების, Agile Spirit 2021 ჩატარებას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხ...

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ერაყში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას...

ერაყში სამხედრო ვერტმფრენმა საბრძოლო მოქმედებების დროს კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ხუთი წევრი დაიღუპა.

1627585235
„ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადა...

ისრაელი მალე დაიწყებს მესამე, გამაძლიერებელი (ბუსტერ) Covid-19 დოზის გაკეთებას 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე აცრილნი არიან, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.