მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1160 ინფიცირება, 1302 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1621407303
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1302 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 333601-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 313651 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 4,11%, ბოლო 14 დღის - 4,58%, ბოლო 7 დღის - 3,81%.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

👉 164 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა