მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გიორგი გამსახურდია: ისე წერენ ალექსანდრე კარტოზიაზე, შევარდნაძის მთავრობაში განათლების მინისტრი იყოო, თითქოს „ვივამედელი“ მასხარა იუსტიციის მინისტრის პოსტს არ იკავებდა და მთელი „ნაც-შპანა“ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს - ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი

გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში ელჩად დანიშვნაზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.

გამსახურდიას განცხადებით, კარტოზიაზე ისე წერენ, რომ შევარნდაძის მთავრობის მინისტრი იყო, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ამავე მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის პოსტს და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა არაერთი წარმომადგენელი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს არ იკავებდა.

„ისე წერენ ეს მანქურთები კაცზე, შევარდნაძის მთავრობაში განათლების მინისტრი იყოო, რომ თითქოს ეს „ვივამედელი“ მასხარა იუსტიციის მინისტრის პოსტს არ იკავებდა და მთელი „ნაც-შპანა“, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს. ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი და უნამუსოდ, თან. თუმცა, ნაცები და ნამუსი, რა მოსატანია“, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.