საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7258 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2007 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2099 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0655 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 24 სექტემბერს შევა ძალაში.